ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. იმ შემთხვევაში თუ სირია თურქეთის წინააღმდეგ დაიწყებს საომარ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნატოს ცნობილი მეხუთე მუხლი ავტომატურად ამოქმედდება., ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსმენმა ამ წუთებში ბრიუსელში მიმდინარე პრეკონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ თურქეთში გაძლიერდება ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების მზადყოფნა, რათა დაცული იყოს თურქეთის მოსახლეობა მოსალოდნელი ექსცესებისაგან, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსმენმა ამ წუთებში ბრიუსელში მიმდინარე პრეკონფერენციაზე.
ნატოს გენ მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე რეაგირება უნდა მოვახდეს, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია.
მისვე თქმით, მან კონსულტაციები გამართა ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.
„მე შევხვდი ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს და ვთხოვე რომ, სირიაში მშვიდობის დამყარება აუცილებელია ევროპისათვის პირველ რიგში, - განაცხადა რასმუსენმა.