ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყება ყოვლად დაუშვებელია, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსმენმა ამ წუთებში ბრიუსელში მიმდინარე პრეკონფერენციაზე.
მისვე თქმით, მან კონსულტაციები გამართა ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.
„მე შევხვდი ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს და ვთხოვე რომ, სირიაში მშვიდობის დამყარება აუცილებელია ევროპისათვის პირველ რიგში, - განაცხადა რასმუსენმა.