19 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ქართული ფილმი "გრძელი ნათელი დღეები" იქნება ნაჩვენები. აღსანიშნავია,რომ ფილმი ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული და სარაევოს კინოფესტივალის სამი მთავარი პრიზის მფლობელი გახდა: პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, სარაევოს გული და ფულადი ჯილდო 16 000ევროს ოდენობით. მეორე პრიზი ფილმის მსახიობებს ლიკა ბაბლუანს და მარიამ ბოკერიას ერგოთ. ფილმს ასევე "არტჰაუსის" საერთაშორისო კინოთეატრების "ციკაე-ს" პრიზი გადაეცა.
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას, ორი თოთხმეტი წლის გოგონას მეგობრობის შესახებ, 90-იანი წლების პატრიარქალურ საქართველოში.
ფილმის რეჟისორია ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ლიკა ბაბლუანი, მარიამ ბოკერია, ზურაბ გოგალაძე, დათა ზაქარეიშვილი, ანა ნიჟარაძე, მაიკო ნინუა, თამარ ბუხნიკაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ბერტა ხაფავა, სანდრო შანშიაშვილი, ენდი ძიძავა, ზაზა სალია, მარინა ჯანაშია, გიორგი ალადაშვილი.