დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "Puntum Contra Punctum II" მიმდინარეობს. გამოფენაზე დასავლეთ-ევროპელი, ამერიკელი, ლათინო ამერიკელი და ქართველი ხელოვანების მიერ შესრულებული ნამუშევრები: ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, შუქით მხატვრობა, ვიფეო არტი და ფოტო კოლაჟია წარმოდგენილი.
"Puntum Contra Punctum II"-ის მიზანია ქართული მედია-არტის და ზოგადად სახვითი ხელოვნების დიაპაზონის გაფართოება და მისი მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრება.
ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტურები, მოგზაურობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის საელჩო საქართველოში და "არტ კონტაქტ თბილისი".
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
გამოფენა გაგრძელდება 15 სექტემბრამდე.