დამასკოს მოსახლეობამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ბარაკ ობამას საწინააღმდეგო აქცია გამართა.
მომიტინგეებმა ანტიამერიკული სლოგანებით ბარაკ ობამას მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და თეთრი სახლის ლიდერ აღნიშნულისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ფოტოებთან ერთად სხვადასხვა სლოგანები და ტრანსფარანტები ეჭირათ ხელში.
"ჩვენ არ გვეშინია სამხედრო თავდასხმის. ჩვენ ვგმობთ ობამას გადაწყვეტილებას. აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან სირია ჩვენი სამშობლოა და მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ,"- განმაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჯჯიმ ჰაიმსმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. სანამ კონგრესი 9 სექტემბრის სესიაზე სირიაზე თავდასხმის საკითხს განიხილავს, ბარაკ ობამამ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშეც დაიწყოს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი სირიის საკითხის განხილვას 4 და 5 სექტემბერს დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტის მონაწილეებთანაც გეგმავს.
ამასთან, წითელი ზღვის მიმართულებით უკვე დაიძრა ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდი და 4 ამერიკული სამხედრო ხომალდი. გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე მეორე დღეა აშშ-ს მიერ გაგზავნილი სამხედრო გემი იმყოფება.