რომის პაპმა ფრანცისკომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაგმო და კათოლიკეებს მოუწოდა 7 სექტემბერს ამ ქვეყნისთვის ილოცონ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, პონტიფიკმა მიანიშნა, რომ იგი არ ეთანხმება სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას, რასაც მაჟამად აშშ-სა და საფრაგნეთში აქტიურად განიხილავენ.
„მე მაწუხებს ვითარების დრამატული განვითარების პერსპექტივა", - განაცხადა პაპმა.
მან „ყველა კეთილი ნების ადამიანს", ყველა მორწმუნეს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებიდან მოუწოდა შეუერთდნენ 7 სექტემბრის ლოცვას, როდესაც სირიაში მშვიდობისათვის სპეციალური ლოცვა ჩატარდება.