ჩინეთის სამხრეთ დასავლეთით, შანგრი-ლას პოპულიარული ზონის მიმდებარედ, 5,8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, 20-ზე მეტი დაშავებულია.
გავრცელებული ინფორმაცით, მიწისძვრის ეპიტცენტრი ქალაქ ბეზალანთან 10 კილომენტრის სიღმეზე დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედის ინფორმაცით, მთიან რაიონში ასობით სახლია დანგრეული. მიწისძვრამ ცალგეულ ადგილებში მეწყერი გამოიწვია, ჩახერგილია გზები, ხევში გადავრდა ტურისტული ავტობუსი, თუმცა შემთხვევის ადგილიდან მონაცემები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
რამდენიმე ათასი ადამიანი ევაკუირებულია.
სააგენტო სინხუას ინფორმაციით, დაშავებულებს შორის შვიდი უცხოეთის მოქალაქეა. თუმცა, სააგენტო არ ავრცელებს ინფორმაციას, რომელი ქვეყნიდან არიან ტურისტები.