შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გონიოსა და ბულვარის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს ერთი საქართველოს და ერაყის ერთი მოქალაქე.
აღნიშნულ პიროვნებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრათ ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.