შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ურეკის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების დარღვევა, ზომამცირე გემით კორიდორში არასწორი მოძრაობა-მანევრირება) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს აზერბაიჯანის მოქალაქე.
აღნიშნულ პიროვნებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.