შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის ნავსადგურში, ნაოსნობის წესების (მოძრაობის გამყოფი ჩრდილო-დასავლეთის ზონის გადაკვეთა) დარღვევის ფაქტზე, მოლდოვას დროშით მცურავი მშრალ ტვირთმზიდი გემი "CATRIN-1" დააკავეს. აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის მოქალაქის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე (პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით. საქმეს სასაზღვროპოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.