შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ს.გ.პ. სადახლოს ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქე ა.ნ. შემოვიდა, რომლის ხელ-ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები იქნა გამოვლენილი, კერძოდ: 2 ცალი სამაჯური , 1 ცალი ჯვარი , 2 ცალი ყელსაბამი , 6 ცალი ბეჭედი , საერთო წონით 273,65 გრამი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 14841,5 ლარი შეადგინა.
რუსეთის მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით 14841,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები