საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები ფატმან დგებუაძე და დავით რაში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების რუსული წარმოების ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს აქციზური მარკების გარეშე ინახავდნენ და შემდეგ სასმელების რეალიზაციას ეწეოდნენ.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.