კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის შეფასებით, ლარსის გამშვები-საბაჟო პუნქტის გახსნისთვის საქართველო მზად არ იყო.
მისი თქმით, პოლიტიკური მოგება, რომელიც ქვეყანამ შეიძლება მიიღოს რისკების იმ ერთობლიობას ვერ გადაფარავს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს.
~ჩრდილოეთ კავკსიაში არსებობს ორგანიზაცია `დარიალი~, რომელმაც გასული წლის 21 დეკემბერს განცხადება მიიღო, სადაც რუსეთის ხელისუფლებისგან ყაზბეგის რაიონის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტას, კერძოდ კი ჩრდილოეთ ოსეთსთვის მიკუთვნებას ითხოვს. გასათვალისწინელებილია ის ფაქტიც, რომ ორგანიზაციაში ყაზბეგის რაიონში მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლეობა შედის და მას მხარს, როგორც ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება, ასევე რუსეთის დუმის დეპუტატი არჩილ ფაზაევი თავისი მედია ორგანიზაციებით უჭერს ~, - განუცხადა ~ჯი-ეჩ-ენ~-ს არეშიძემ.
მისვე ინფორმაციით, ჩრდილო ოსეთის ხელისუფლება ორგანიზაციის აღიშნული მოთხოვნების შესრულებაზეა ორიენტირებული, რომლის უკანაც სერიოზიული პოლიტიკური ძალბი და სპეცსამსახურიები დგას.
~ლარსის გახსნის შემდეგ ყაზბეგის რაიონიდან ჩრდილოეთ კავკასიაში წასული ოსები დაბრუნებიან, რომლებიც საქართველოს და რუსეთის მოქალქეებიც არიან. ამის შემდეგ კი არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი განწყობის ადამინებთან ადგილობრივების შეტაკება მოხდეს. ეს შეიძლება მათი მხრიდან ინსპირირებულიც იყოს. ამას ემატებას ისიც, რომ ოსების სახლები ზოგი განადგურებული და გაძარცულია, ზოგიც სხვის მიერ არის დაკავებული. ეს ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. რუსეთს კი ამ დროს აქვს კანონი, რომელიც თავის მოქალაქეებს ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე დაცვას ითვალისწინებს~, - აღნიშნა ექსპერტმა.
არეშიძის შეფასებით, რისკების თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ოსების მიტოვენული სახლები უნდა აღედგინა და ლარსი შემდეგ გაეხსნა. ასევე უნდა მომხდარიყო ყაზბეგის რაიონში სოცაილურ-ეკონომიკური ვითარების გაუჯობესება.
~ყაზბეგის რაიონი უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაშია. ადგილობრივ მოსახლეობაში ბერია რუსეთის მოქალაქე, რომელბიც წლების განმავლობაში ეკონომიკურად ორიენტირებული ვლადიკავკაზე იყო. ახლა ამ ხალხს არ ვუხსნით საზღვარს და არც ერთი თეთრითაც არ ვეხმარებით, ამიტომ უკმაყოფილო ხალში ყოველთვის მოიძებნება მტრული ძალის დასაყრდენი~,- აცხადებს არეშიძე.
მისვე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ლარისი გახსნისნ შემდეგ ეს გზა რუსეთმა სომხეთში საკუთარი სამხედრო ბაზების მოსამარაგებლად გამოიყენოს, რაც პროვოკაციების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
~ლარსის გახსნის შემდეგ ყველამ ვიცით, რომ ამ გზაზე სომხური ტვირთები იმოძრავებს. თუმცა, მე მაქვს ინფორმაცია, რომ სომხეთს უკან რუსეთია ამოფარებული. მოსკოვს სჭირდებოდა ამ გზის გახსნა, რადგან სომხეთში თავისი სამხედრო ბაზების მომარაგება ძალიან ძვირი უჯდება. არ ვიძახი, რომ რუსეთი მაინც და მაინც იარაღის გადასატანად ჩვენს გზას გამოიყენებს, მაგრამ გამოდის, რომ თუნდაც ბაზისთვის განკუთვნილი სხვა სახის ტვირთის გადასაზიდად გზას ვაძლევთ იმ ქვეყანას, რომელთანც დაკონსერვებულ საომარ ვითარებაში ვიმყოფებით. არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც პროვოკაცია მოხდეს~,- განაცხადა არეშიძემ.
მისი შეფასებით, საქართველო ჯერ ყაზბეგისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა უნდა შეექმნა და არსებული რისკები შეეფასებინა. თუმცა, არეშიძე მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება ხელისუფლებას ახლაც, პარალელურ რეჟიმში შეუძლია.
რაც შეეხება სომხეთისთვის ლარის გამშვები პუნქტის გაცვალს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიობნის არღირების სანაცვლოდ ექსპერტს განცხადებით, მსგავსი შეთანხმება აბსურდულია, რადგან საქართველოს ერევანზე ზეწოლისთვის სხვა ბერკეტებიც გააჩნია.