მეორე წელია დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული სახელებია ჰარი და ამელია. სწორედ ჰარისა და ამელიას არქმევს ახალშობილებს მშობლების უმეტესობა.
უნდა აღინიშნოს რომ ახალშობილი ბიჭების სახელებს შორის ინგლისსა და უელსში პოპულარულობით მეორე ადგილზეა „მუჰამედი" და მისი სხვადასხვა ვარიაციები - მოჰამედ, მუჰამად, მუჰამად. მუჰამედი ყველაზე პოპულარული სახელია ლონდონში.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ლიდერობს სახელი ჯეკი.
გოგოების ყველაზე პოპულარულ სახელებს შორის არის მია და ისლა, შემდეგ კი ოლივია, სოფია, იზაბელა, ავდა და ჯესიკა.
ბრიტანული მედის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში სახელების ტოპ ათეულში აუცილებლად მოხვდება „ჯორჯი" ბრიტანეთის პრინც ჰარისა და კეიტ მილდტონის შვილის სახელი.