საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა განათლების მინისტრის პოსტზე კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის მუშაობისას დაყენებულ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას ვეტო იმიტომ დაადო, რომ უნივერსიტეტებში ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვის შეფერხებისთვის ხელი შეეშალა.
"პრეზიდენტმა გუშინ ვეტო დაადო "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს. მან ვეტოს უფლება გამოიყენა, რადგან შენიშვნების გათვალისწინებით აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განსახილველად საქართველოს პარლამენტისთვის დაებუნებინა. აღსანიშნავია, რომ ეს პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრად მოღვაწეობის დროს დაყენებული ბოლო ინიციატივაა. შენიშვნები ძირითადად იმ მუხლებს ეხება, რომლებიც მეცნიერების ახალი თაობის უფლებების შეზღუდვისკენ, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ და უნივერსიტეტის განვითარებისკენაა მიმართული,"- განაცხადა სერგო რატიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "უმაღლესი განათლების" შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.
საუაბრია პარლამენტის მიერ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებდ და დეკანეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვებათ.
ასევე, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, უნივერსიტეტის რეტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ის პირი შევა, ვისაცუ უნივერსიტეტში აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა აქვს და დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს ფლობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები უმაღლეს აკადემიურ სფეროში ახალგაზრდა მეცნიერების მიზიდვას ხელს შეუშლის.