ირანის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ჰასან როუჰანის მიერ წარდგენილი 18 მინისტრიდან 15 დაამტკიცა.
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატებს.
სამივე კანდიდატს დეპუტატები „რეფორმატორების" პოლიტიკურ ბანაკთან დაახლოებულებად მიჩნევენ.
პარლამენტმა თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყარა კენჭი და მხარი არ დაუჭირა მინისტრების ერთიანი სიისთვის ხმის მიცემას.
მასალის გამოყენების პირობები