დღეს, 14 აგვისტოს, იერუსალიმში ისრაელსა და პალეტინას შორის მოლაპარაკებები გაიმართება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს იქნება პირველი მოლაპარაკებები, რომლებიც ისრაელსა და პალესტინის წარმომადგენლებს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახევბ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშშ-ს განცხადებას მოლაპარაკებების დაწყვეტის შესახებ წინ უზღვოდა ისრაელის გადაწყვეტილება გაერტავისულებინა ციხეებიდან 100 -ზე მეტი პალესტინელი პატიმარი.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თქმით, პროვე მხარე აპირებს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
ბოლო ხუთი თვის განმვალობაში კერიმ ახლო აღმოსავლეთში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების გადახლებისათვის ექვსი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა.
„ისრაელსა და პალეტინას შორის მოლაპარაკებები 14 აგვისტოს იერუსალიმში გაიმართება. ამის შემდეგ შეხვედრა იერიქონში შედგება", _ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ.