საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომისიიდან აცნობეს, დელეგაციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან.