სირიელი ამბოხებულები „ნაციონალური არმიის" ფორმირებას შეუდგნენ. არმიაში მოხალისეეები წევრიანდებიან. განცხადება ამის შესახებ ოპოზიციისა და რევოლუციური ძალების ნაციონალური კოალიციის ხელმძღვანელმა აჰმედ ალ-ჯაბრამ გააკეთა.
„ნაცკოალიცია „სირიის თავისუფალი არმიის" გენშტაბთან ერთად ნაციონალური არმიის ფორმირების სტრატეგიაზე მუშაობს, რომელშიც მოხალისეთა მიღება ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში მოხდება, სადაც იქნება კიდეც მისი ბირთვი", _ განაცხადა ალ-ჯაბრამ.
მან განმარტა, რომ ამგვარი არმია, სირიელ ამბოხებულებს საშუალებას მისცემს თავი დააღწიოს საველე მეთურებს და მთელ რიგ პრობლემებს.
მათივე განცხადებით, პირველ ეტაპზე არმიის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 6 ათასი ადამიანი იქნება.
აღსნიშნავია, რომ ამჟამად ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი „სირიის თავისუფალი არმია" სხვა და სხვა, ხშირად ხელმძღვანელობას დაუმორჩილებელი ჯგუფებისაგან შედგება, რომელთა რიგებშიც დიდი რაოდენობით უცხო ქვეყნიდან ჩასული დაქირავებულები არიან.