ბრატისლავაში საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა. ღონისძიება სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ბრატისლავას ძველი ქალაქის მუნიციპალიტეტის დახმარებითა გაიმართა.
ქართველ ფოტოხელოვანთა 30-მდე ნამუშევარი ძველ ქალაქში მდებარე სიჩის სასახლეშია გამოფენილი. ფოტოგამოპფენის გახსნის ცერემოანიაზე ღონისძიების მონაწილეებს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა და ქალაქ ბრატისლავას ძველი ქალაქის ვიცე-მერმა პეტერ ოსუსკიმ მიმართეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატირური მისიების ხელმძღვანელები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მედიის წარმომადგენლები. ფოტოგამოფენის სტუმრებს ანსამბლ „ერისიონის" კონცერტის ვიდეო-ჩანაწერი უჩვენეს.
სლოვაკეთის დედაქალაქში სქართველოსადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა 24 აგვისტომდე გასტანს.