ეგვიპტის კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი თეოდოტ II ჩამოგდებული პრეზიდენტ მურსის მომხრე ისამისტების შესაძლო შეტევების გამო იძულებული იყო მრევლთან ყოველკვირეული შეხვედრები შეეჩერებინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ინგლისის კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის ანგელოსის თქმით, ეგვიპტეში ქრისტიანების მიმართ უპრეცედენტო ძალადობის ზრდის გამო ისლამისტებთან მორიგებაზე იმედი სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება.
უფლებების დამცველები არაერთგზის გამოსულან განცხადებებით ეგვიპტეში ქრისტიანების დევნის შესახებ, ისლამისტები კოპტებს იმ როლისთვის ადანაშაულებენ, რომელიც ეკლესიამ მურსის თანამდებობიდან ჩამოგდების საკითხში ითამაშა - კოპტურმა ეკლესიამ უარი განაცხადა მურსის თანამდებობიდან გადაყენება გადატრიალებას შეეფასებინა.
მასალის გამოყენების პირობები