კალიფორნიის დაახლოებით 1,5 ათასმა მცხოვრებმა თავიანთი სახლები მთებში გავრცელებული ძლიერი ხანძრის გამო დატოვა.
შტატის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე ოთხი მეხანძრე დაზარალდა ხანძრის ჩაქრობის დროს და ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
ხანრძრის ჩაქრობაში ჩართულია დაახლოებით ათასი მეხანძრე. ასევე ამოქმედებულია ვერტმფრენები და თვითმფრინავები.
თავდაპირველად ხანძარი 40 ათას კვადრატულ კილომეტრს მოედო. მის გავრცელებას კი ხელი შეუწყო ნალექის არარსებობამ და ძლიერმა ქარმა.
მასალის გამოყენების პირობები