აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პალესტინასა და ისრაელს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები მომავალ კვირას იერუსალიმში გაიმართება.
ეს იქნება პირველი მოლაპარაკებები, რომლებიც ისრაელსა და პალესტინის წარმომადგენლებს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახევბ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აშშ-ს განცხადებას მოლაპარაკებების დაწყვეტის შესახებ წინ უზღვოდა ისრაელის გადაწყვეტილება გაერტავისულებინა ციხეებიდან 100 -ზე მეტი პალესტინელი პატიმარი.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თქმით, პროვე მხარე აპირებს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
ბოლო ხუთი თვის განმვალობაში კერიმ ახლო აღმოსავლეთში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების გადახლებისათვის ექვსი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა.
„ისრაელსა და პალეტინას შორის მოლაპარაკებები 14 აგვისტოს იერუსალიმში გაიმართება. ამის შემდეგ შეხვედრა იერიქონში შედგება", _ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ.
მასალის გამოყენების პირობები