რუსეთის სამხედრო პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ანატოლი ციგანოკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც მას 2008 წლისათვის გააჩნდა.
მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულ ელიტაში გაღიზიანება გაჩნდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემების სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ.
„ამ ომის შემდეგ საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საქართველო გამოვიდა რეგიონალური შეიარაღების მარათონიდან, რაც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში სამხედრო რევანშის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს",_ აცხადებს ექსპერტი და აღნიშმნავს, რომ თუ ომამდე მიიჩნეოდა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, დღეს ამის შესახენ არავინ საუბრობს.
„დღეს ამის შესახებ არავინ საუბრობს -არც თბილისში და არც ბრიუსელში. საქართველოს შესახებ უბრალო დაივიწყეს", _ აცხადებს ციგანოკი.
მისივე თქმით, თუ ადრე ქართული ჯარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში იწვრთნებოდა ახლა წვრთნა ძირითადად - თავდაცვითი ხასიათიაა.