აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის პოსტზე სოხუმის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის დიმა ჯაიანის შესაძლო დანიშნვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
"ჯერ-ჯერობით აფხაზეთის ყველა სამინისტროში მუშაობენ მინისტრის მოვალეობის შემსულებლები და დაკისრებულ მოვალეობას თავს ისინი ართმევენ,"- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, მინისტრების მოვალეობის შემსრულებლების გათავისუფლების შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება თუ არა დიმა ჯაიანის კანდიდატურა, ყოლბაიამ განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე ამ საკითხზე ვერაფერს iტყვის".
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა დიმა ჯაიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად მისი შესაძლო დანიშნვის შესახებ განცხადება გააკეთა.
"საიდუმლოს გაგიმხელთ, საუბარია, რომ ამ დღეებში აფხაზეთის კულტურის მინისტრად დავინიშნო"- განაცხადა დიმა ჯაიანმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.