აშშ-ს პრეზიდენტი სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ნაცვლად შვეიცარიაში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი" თეთრის სახლის წარმომადგენელზე დაყდრნობით ავრცელებს.
უკვე ცნობილია, რომ ობამამ მოსკოვში პუტინთან შეხვედრა გააუქმა, თუმცა სანქტ-პეტერბურგში „დიდი ოცეულის" სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
„აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში არ შეხვდება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ თანამშრომელთან ედუარდ სნოუდენთან დაკავშირებული დაძაბულობის გამო", _ წერს „ასოშიეიტედ პრესი".
მასალის გამოყენების პირობები