ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ცესკოს ინიციატივითა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებმა მიმდინარე აქტუალური საარჩევნო საკითხები განიხილეს. საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა კი კენჭისყრისდღის პროცედურების შესახებ სასწავლო და ტესტირების პროგრამა წარადგინა.
პოლიტიკურ პარტიებთან ცესკოს მიერ ინიცირებული შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ორ კვირაში ერთხელ იმართება