დღეს, 24 ოქტომბერს, მეტეხის ეკლესიასთან "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები უწმინდესის მხარდასაჭერად სანთლებით ხელში მდუმარე აქციას მოაწყობენ.
"ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების ეს გადაწყვეტილება, მათი განმართებით პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიმართ გამოთქმული პროტესტს გამოხატულება.
"ჩვენ მეგობრებს გავაცანით ჩვენი ღონისძიებების გეგმა, რომელიც აუცილებლად ერთობლივად უნდა გაკეთდეს. ეს ის საკითხია, რომელშიც ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს", _ განაცხადა "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შალვა კიკნაველიძემ.
"ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად აქციაში მონაწილებას მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები.