დღეს, 24 ოქტომბერს. "თბილისობის" დღესასწაული გრძელდება. „თბილისობის" ეგიდით 10:00 -11:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე "კლიმატის კვირეულის" ფარგლებში მსვლელობა მოეწყობა.
11:00-18:00 საათამდე მსურველებს მტკვრის სანაპიროზე ტივით გასეირნების საშუალება მიეცემათ, 12:00 საათზე, შარდენისა და სიონის ქუჩებზე ხილის ფესტივალი მოეწყობა, 14:00 საათზე კი, რიყეზე, სპეციალურად შეჭედილ უზარმაზარ საწნახელში ყურძენი დაიწურება.
დღესვე, 12:00-დან 17:00 საათამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ავტო-შოუ - ძველი და ახალი მანქანების გამოფენა გაიმართება, 15:00-18:00 საათზე ქალაქის სხვადასხვა უბნებში ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა კონცერტები მოეწყობა, 15:00 საათზე მუშტაიდის ბაღში საბავშვო მუსიკალური კონკურსის - "ანაბანას" - მონაწილეთა კონცერტი და ილუზიონისტის შოუ, 18:00 საათზე კი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამეჯლისო დარბაზში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის თითების თეატრის' სპექტაკლი გაიმართება, რომელსაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც დაესწრება.
თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა, გუშინ პირველ საშუალო სკოლასთან ფოტოგამოფენით გაიხსნით დაიწყო.
გუშინვე მთაწმინდის პარკში ფესტივალ "ერის საგანძურის" ლაურეატების კონცერტი გაიმართა. ასევე პროექტის "თბილისი ჩემი სახლია" ფარგლებში გაიხსნა საიათნოვას მუზეუმი.
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეამ კი - ფონდების ღია ჩვენებას უმასპინძლა. კინოთეატრ "ამირანში" ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი" - გამარჯვებულები დააჯილდოეს.
მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კი ლიტერატურული პრემია "გალა"-ს დაჯილდოების ცერემონიალი შედგა.
სპორტის სასახლემ თბილისი Open Air/Alter Vision- ახალი სახეების დასკვნითი კონცერტს უმასპინძლა.
თბილისობის დღესასწაული 25 ოქტომბერსაც გაგრძელდება.