საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულმა სამეგრელ-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ ე.წ. მატროვსოვის ციხე დატოვა.
ციხეთან მას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.
შეგახსნებთ, რომ გუნავას შეწყალების მიზნით პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა.
,,საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ", „დ" ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და გათავისუფლდეს სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა) შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნას ნასამართლობა", _ნათქვამია სააკაშვილის განკარგულებაში.