პრეზიდენტის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას შეწყალებას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ უწოდა სააკაშვილმა დამნაშავეს გმირი.
„პრეზიდენტ სააკაშვილს თავისებური ხედვა აქვს გმირებთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეყნის სირცხვილიცაა, როცა დამნაშავეს ქვეყნის პირველი პირი გმირს უწოდებს და ამბობს, რომ უნდა შეიწყალოს",- ამბობს მანანა კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გუნავას შეწყალებას ხელს უალხოეს პერიოდში მოაწერს.