პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოთხშაბათს, 31 ივლისს, რუსთავის #16 ციხეში მოშიმშილე პატიმრებს შეხვდება.
რუსთავის საპყრობილეში პატიმრები ერთ კვირაა რაც შიმშილობენ, ხოლო ოთხმა პატიმარმა პირი ამოიკერა.
„მე ყველა პატიმარს შევხვდები. მოვისმენ მათ პრობლემებს და შევეცდები მათი მოთხოვნები კანონის ფარგლებში გავითვალისწინოთ," - ამბობს ბესელია.