30 ივლისს, 18:00 საათზე, "თიბისი გალერეაში"პროექტის "ჩემი ფუნიკულიორი" პრეზენტაცია შედგება, რომელიც "თიბისი არტ გალერეის" ორგანიზებითა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი წარმოადგენს ასზე მეტი მხატვრის კოლექტიური თანაშემოქმედების პირველი პრეცენდენტს საქართველოში, რომელსაც საფუძველი 2012 წლის ოქტომბერში, მთაწმინდის პარკში ჩაეყარა და რომელიც ერთგვარ სოციალურ პროექტად ჩამოყალიბდა.
როგორც „თიბისი ბანკში" განმარტავენ, პროექტის მთავარი იდეა იყო მონმარტრის ერთგვარი პერიფრაზი და თბილისისთვის ახალი არტ-სივრცის შეთავაზება, სადაც ბევრი არტისტი, მოყვარული, სტუდენტი და ბავშვი შეძლებდა ხატვას.
პროექტმა წარმატებით იმუშავა 10 თვის განმავლობაში. მასში 120 მხატვარი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 400-მდე უნიკალური ნამუშევარი...
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ასევე, ალბომის „ჩემი ფუნიკულიორი"-ს პრეზენტაცია და პროექტის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება!