რეჟისორი იორნ მიოლენკამპი, რომელიც ტანგოს ფილმის გადაღებას ფილმ/ჯგუფ "ნურ" თან http://www.nurfilmgroup.de/ ერთად ბუენოს აირესში გეგმავდა, საქართველოში მოგზაურობის დროს გადაწყვეტილება შეცვალა და მეტი ორიგინალურობისათვის არგენტინის ლანდშაფტს თბილისის ხედი არჩია. მისი გადმოსახედიდან დღევანდელი თბილისური ატმოსფერო ტანგოს სულისკვეთების ადეკვატურია და შესაბამისად მის ჩანაფიქრთანაც ახლოს დგას. რეჟისორმა ტანგოს ფილმისათვის რომელსაც 31 ივლისს მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალი ლუსვარს დოკუმენტრაჟი უმასპინძლებს, სხვადასხვა ასაკისა და ტიპაჟის ქართველი გოგონები შეარჩია.
გერმანიაში ცნობილი ბალერინა თათა ჯაში, თბილისის 2012 წლის ტანგოს ფესტივალში გამარჯვებული ქეთი სახვაძე, ლათინო ამერიკული ცეკვების პედაგოგი სოფიკო არჩვაძე, მსახიობი ქეთი კოპილაშვილი და ახალგაზრდა მსახიობი მანჩო ხოსროშვილი ფილმის ის მონაწილეები არიან, რომლებიც იორნ მიოლენკამპმა 2012 წლის კასტინგის შედეგად გამოარჩია. მუსიკოსად კი გერმანიიდან ქართველი გიტარისტი ფრანკფურტის მუსიკ აკადემიის დოცენტი ტარიელ სუარი მოიწვია.
თბილისში ფილმის პრეზენტაცია სექტემბრის შუარიცხვებისათვის იგეგმება