ისრაელი პალესტინასთან ყველა შეთანხმებას რეფერენდუმზე გამოიტანს. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინელების გათავისუფლება ეს რთული, მაგრამ აუცილებელი ზომაა ერის სასიკეთოდ.
მინისტრთა კაბინეტმა ის კანონპროექტი მოიწონა, რომელიც პალესტინასთან შეთანხმებების რეფერენდუმზე გამოტანის საშუალებას იძლევა.
„მნიშვნელოვანია, რომ ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ყველა მოქალაქე პირდაპირ აფიქსირებდეს თავის არჩევანს",_ ნათქვამია ნეთანიაჰუს კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე დროს , დიდი დებატების შემდეგ ასევე მიღებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პალესტინელი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამ პრემიერ-მინისტრის დიდი ძალისხმევა მოითხოვა. მრავალი პატიმარი ხომ ებრალებზე თავდასხმისა და მათი მკვლელობის გამოა გათავისუფლებული.