აჭარის რეგიონში პრობაციონერთა დასაქმების ხელშეწყობისა და მათი რესოციალიზაციის მიზნით აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა კობა ნაკაიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლი პრობაციონერების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 1000-მდე პრობაციონერია. 5 მათგანი დასაქმების სააგენტოს პროფესიული გადამზადების პროგრამაშია ჩართული. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების და რესოციალიზაციის ხელშეწყობას.