24 ოქტომბერს, მუშტაიდის ბაღში გაიმართება სოციალური ორგანიზაციების ბენეფიციართა ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა: "ვიზრუნოთ ერთმანეთზე".
ღონისძიება ტარდება "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში. მისი ორგანიზატორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
ღონისძიება ტარდება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გერმანული ფონდის EED-ის მხარდაჭერით.