„ჩემი ოჯახის კლინიკის" ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 27 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდა უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ოფთალმოლოგის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო.
აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორი გიორგი გიორგაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ბოლქვაძე დაესწრნენ.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების მიერ ანალოგიური აქცია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა.