ვერტმფრენის ავიაკასტასტროფის შედეგად აშშ-ში ხუთი ადამიანი დაიღუპა. Robinson 66 პენსილვანიში ჩამოვარდა.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაცით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვი, სამი მამაკაცი და ერთი ქალია.
გამოძიების წინასწარი ვარაუდით, დაღუპულები არიან მამა და მისი ვაჟი, ასევ მამა და მისი ქალიშვილი და პილოტი.
კატასტროფამდე პილოტმა დისპეჩერს შეატყობინა, რომ ვერტმფრენი სიმაღლეს კარგავდა.
დაწყებულია გამოძიება, რომელიც საფრენი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზებს დაადგენს.