სტუდია Universal Pictures-ში ანჯელინა ჯოლის მეორე სარეჟისორო ნამუშევრის გადაღებები მიმდინარეობს.
მიუხედავად საკმაოდ რთული ოპერაცისა 38 წლის მსახიობი აქტიურად მუშაობს საკუთარ მეორე ფილმზე Unbroken: A World War II Story of Survival.
ჯოლი ფილმს ძმები კოენების სცენარის მიხედვით იღებს და მასში საუბარია ამერიკელ მძლეოსანზე ლუი ზამპერინზე, რომელიც 1936 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობს. სცენარის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მას აშშ-ს სამხედრო საჯაერო ძალების რიგებში იწვენ. შემდეგ იგი ხვდება ტყვედ.
„ლუი არის ნამდვილი გმირი და უდიდესი ნებისყოფის ადამიანი. ჩემთვის დიდი პატივია ვისაუბრო და მაყურებელს წარვუდგინო ისტორია ამ საოცარ ადამიანზე", - განაცხადა ჯოლიმ.