იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ალფრედ ჰიჩკოკის 10 მუნჯი ფილმი შეიტანა.
სიაში მოხვდა ჰიჩკოკის მიერ 1925-1929 წლებში გადაღებული ფილმები, მათ შორის მელოდრამა „სიამოვნების ბაღი", რომელიც რეჟისორის სადიბუტო ნამუშევარს წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ფილმების აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტმა, რისთვისაც მას 3 მლნ დოლარამდე დასჭირდა.
ჰიჩკოკმა პირველი ფილმი 1925 წელს 26 წლის ასაკში გადაიღო.