დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაჯგუფება „ჰესბოლას" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის საკითხზე იმსჯელებენ.
„ჰესბოლას" ბოევიკების ტერორისტებად აღიარების მომხრები აცხადებენ, რომ გასულ წელს ბულგარეთში ისრაელის ტურისტების ავტობუსის აფეთქების უკან სწორედ ეს დაჯგუფება დგას. აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
თავად „ჰესბოლა"აღნიშნულ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს.
იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ „ჰესბოლას" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებს, მაშინ დაჯგუფება ვერ შეძლებს ევროკავშირში კანონერი ფაიანსური ოპერაციების განხორციელებას. ევროპელ დიპლომატებს კი აეკრძალებათ რაიმე სახის კონტაქტები „ჰესბოლას" წარმოამადგენლებთან.