ჩინეთის პროვინცია განსუში მომხდარი მისწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა.
ბოლო ინფორმაცის მიხედვით, ქალაქ დინსის გარეუბანში დანგრეულია 400 სახლი და 5 ათასზე მეტი დაზიანებულია.
გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 5,9 მაგნიტუდა შეადგინა.
სპეციალისტები განმეორებითი ბიძგების შესაძლებელობაზე საუბრობენ, თუმცა აღინიშნება, რომ ბიძგების სიმძლავრე თანდათანობით იკლებს.
ადგილობრივი ხელისუფლება უსახლ-კაროდ დარჩენილებსა და დაზარალებულებს ეხმარება.