22-დან 28 ივლისამდე, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ-კავკასიურ სახლში", პროექტით - "ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის" ფარგლებში შეხვედრები გაიმართება.
ორგანიზატორთა ინფორმაცით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის ნდობის მშენებლობასა და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი ახალგაზრდა ექსპერტები. პროექტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
პროექტის პრეზენტაცია დღეს, 10:30 საათზე გაიმართება.