დღეს, 22 ივლისს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნით შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, საკითხი შეეხება საარჩევნო სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების დაწესებას.
შეხვედრას დაესწრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ყველა ის პარტია, რომელთაც გააჩნიათ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის უფლება და დარეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფები.