რობერტ დაუნი - უმცროსი „პინოქიოს" ახალ ეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას და მასში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
გავრცელებული ინფორმაცით, ფილმის გადამღები ჯგუფი უარს ამბობს კომპიუტერულ ანიმაციაზე.
ფილმს ბენ სტილერი გადაიღებს.
ცნობილი ზღაპრის ეკრანიზაცის იდეა რამდენიმე წლის უკან განჩნდა და მისი სცენარი ბრაიან ფულერმა დაწერა.
შემოქმედებითი ჯგუფი არ ავრცელებს ინფორმაციას თუ როდის იგეგმება მისი პრემიერა.
„პინოქიოს" ყველაზე ცნობილი კინოვერსია „დისნეის" სტუდიას ეკუთვნის (1940 წელი).
2002 წელს იტალიელმა რეჟისორმა და მსახიობმა რობერტო ბენინიმ მაყურებელს „პინოქიოს" საკუთარი ვერსია წარუდგინა.
იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის ზღაპარი 1883 წელს გამოვიდა.