ფილმი ტომ კრუზის მონაწილეობით, რომელიც უცხოპლანეტელებთან ბრძოლას ეძღვნება სახელს იცვლის. Warner Bros-მა და Village Roadshow-მა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფილმის ძველი სახელი - All You Need Is Kill ,შეცვალონ და ფილმის ახალი სახელი იქნება - „ხვალინდელი დღის ზღვარი" (Edge Of Tomorrow).
ფილმი იაპონელი მწერლის ხიროსი საკურაზაკის რომანის ეკრანიზაციაა. ისტორიის მთავარი გმირი, რომელსც ტომ კრუზი ანსახიერებს, ჯარისკაცია და ის დედამიწას უცხოპლანეტელებისგან იცავს. პირველავე ბრძოლაში იგი იღუპება, მაგრამ ისტორია ამით არ მთავრდება და გმირი დროის მარყუჟში ხვდება, რის გამოც ის იძულებულია მუდმივად გაიმეოროს თავისი ცხოვრების ბოლო დღე. ამ პროცესში კრუზის გმირი უკეთ ეუფლება სამხედრო ხელოვნებას და იმედოვნებს, რომ ეს მას ბრძოლის შედეგების შეცვლის შესაძლებლობას მისცემს.
ფილმის რეჟისორია დაგ ლაიმანი, ფილმის პრემიერა კი 2014 წლის 6 ივლისა დანიშნული.
ტომ კრუზის გარდა მაყურებელი ფილმში ემი ბლანტსაც იხილავს.