საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი საოპერო მომღერლის, თეოდორ შალიაპინის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართა.
რუსი საოპერო საიუბილეო კონცერტი საქართველოს მცირე საოპერო თეატრმა - "რეგიონ-ოპერამ" ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღეს "რეგიონ-ოპერას" წამყვანმა სოლისტებმა და საზღვარგარეთის საოპერო თეატრებში მოღვაწე საერთაშორისო კლასის ქართველმა საოპერო მომღერლებმა.