დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მე-17 კორპუსის მოსახლეობას საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოეყოფათ.
თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილება კორპუსის მაცხოვრებლებს დღეს თავად საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და "თბილისის კორპუსის" წარმომადგენლებმა გააცნეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კორპუსის ორივე სადარბაზოში ასევე დამონტაჟდება რკინის კარიც.
აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასა და სადარბაზოებში რკინის კარის მონტაჟის თხოვნით საკრებულოს თავად კორპუსის მოსახლეობამ მიმართა. ამჟერად ისინი ეზოს კეთილმოწყობას მოითხოვენ.