ქართველი სპეციალისტების ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა. ქართული დელეგაციის თურქეთში ვიზიტის მიზანი, რომელიც ორდღიანია იშხანზე განხორციელებული სამუშაოების მონახულებაა.
,, უნდა გავეცნოთ იშხანში მიმდინარე სამუშაოების პროცესს, ვნახოთ რა არის გაკეთებული და შევაფასოთ. გვექნება შეხვედრა ადგილობრივ სპეციალისტებთან და ერთად ვიმსჯელებთ განხორციელებულ სამუშაოებზე. გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი შენიშვნები", რომელთაც მათ გავუზიარებთ და, იმედია, გვქნება საუბარში თანამშრომლობის გარკვეულ ფორმატზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ბესიკ მაცაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტები იშხანსა და ოშკზე მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად უკვე ორჯერ იმყოფებოდა.